უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ნათელი გახდება, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში - მათიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:25 | 13.06.2021
ნანახია: 487

საქართველო ნატო-სა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის, დამოუკიდებლობის შემდეგ ასე ახლოს ნამდვილად არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის გაღრმავება, მას შემდეგ, რაც, ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, პროცესი ლოგიკური გზით მიმდინარეობს და ჩვენ ძალიან დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს თავსებადობის კუთხით, დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრობისკენ სავალ გზაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული და კიდევ უფრო ნათელი იქნება, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე