ენტონი ბლინკენი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამდგომლობისთვის

საქართველო, თბილისი - 22:35 | 12.06.2021
ნანახია: 660

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამდგომლობისთვის.

ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება.

სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებას. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში. ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე