საქართველოს სტენდი EMITT 2016-ზე სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 02.02.2016
ნანახია: 1335

სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "EMITT 2016" საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით „ყველაზე ორგანიზებული სტენდი“ დაჯილდოვდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოდგენილი და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალები და მეხსიერების ბარათები გადაეცათ, რომელზეც სარეკლამო ვიდეო მასალები იყო ჩაწერილი.

სტამბულის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "EMITT 2016" მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენა ხალმრავლობითა და მონაწილეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან ღებულობს მონაწილეობას.

თურქეთიდან აჭარაში ყოველწლიურად იზრდება შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. გასულ წელს რეგიონს თურეთიდან 78 633 ტურისტი სტუმრობდა, რაც დეპარტამენტის მიერ თურქეთში წარმოებული აქტიური პიარ და სარეკლამო კამპანიების დამსახურებაა. დეპარტამენტი მარკეტინგულ კამპანიებს თურქეთში 2009 წლიდან ახორცილებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე