მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის - სომხეთის საელჩო

საქართველო, თბილისი - 22:28 | 12.06.2021
ნანახია: 650

აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოში სომხეთის საელჩო ეხმაურება და საქართველოს მთავრობას ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება სომხური მხარის მიერ 97 000 ნაღმზე ინფორმაციის გაცემის სანაცვლოდ გადაწყვიტა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე