პულიტცერის პრემიის ლაურეატები გახდნენ ჟურნალისტები, რომლებიც პანდემიასა და რასობრივ უთანასწორობას აშუქებდნენ

საქართველო, თბილისი - 17:16 | 12.06.2021
ნანახია: 475

აშშ-ში პულიტცერის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ. სააგენტოები Reuters-ი, Associated Press-ი, ჟურნალი Atlantic-ი, ასევე გაზეთი New York Times-ი, COVID-19-ის პანდემის გაშუქებისთვის პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოთი დაჯილდოვდნენ.

პრემიები გადაეცათ Reuters-სა და Associated Press-ის, ასევე გაზეთების Los Angeles Times-სა და Minneapolis Star Tribune-ს ჟურნალისტებს აშშ-ში რასობრივ უთანასწორობასთან დაკავშრებული პრობლემების გაშუქებისთვის. აღნიშნულ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციების ფონზე. კონკრეტულად, პრემიებით აღინიშნა Reuters-ის ჟურნალისტების სამუშაო პოლიციელების ძალადობის მსხვერპლებზე, რომლებმაც სასამართლოებში სამართალს ვერ მიაღწიეს.

გაზეთი Boston Globe დაჯილდოვდა რეპორტაჟისთვის, რომელიც ეხებოდა ზოგიერთი შტატის ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებს წარმომადგენლები არ ასაჯაროვებდნენ ინფორმაციას სატვირთო ავტომობილების მძღოლების შესახებ, რომლებიც გზებზე წარმოადგენდნენ საფრთხეს, თუმცა მანქანის მართვის უფლებას მაინც ინარჩუნებდნენ.

გამოცემა BuzzFeed-ს გადაეცა პრემია ინფრასტრუქტურის გამოძიების შესახებ, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ უიღურების წინააღმდეგ რეპრესიების გასატარებლად შექმნა.

პულიტცერის პრემია კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ 1917 წლიდან გაიცემა. ის ჟურნალისტიკის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიო მასშტაბით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე