ვფიქრობ, ვაშინგტონში 10-დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი უკვალოდ არ ჩაივლის - ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 12.06.2021
ნანახია: 492

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და პარტიის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან. კონსულტაციების გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ.

"ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ. ვფიქრობ, ვაშინგტონში 10 - დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი უკვალოდ არ ჩაივლის, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება, რა თქმა უნდა, საუბარი", განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ში გამგზავრებამდე.

როგორც მელიამ განმარტა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე