„აბა, სად იყო ჩემისთანა ,,არაელიტარული“ მუსიკოსის ადგილი?!“ - თამრიკო ჭოხონელიძე განახლებულ ოპერაზე

საქართველო, თბილისი - 15:46 | 02.02.2016
ნანახია: 1763

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თამრიკო ჭოხონელიძე: როგორც იქნა, დღეს მოვხვდი იმ „მონარჩენ“ ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს…პირველ დღეებში, აბა, სად იყო ჩემისთანა ,,არაელიტარული“ (მაგრამ მაინც მუსიკოსების) ადგილი?! ტელევიზიიდან ითქვა: იქ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც ამის ღირსიაო…ჰო, ალბათ, ასე ფიქრობენ და განსჯიან დღევანდელი „მსაჯულები“. ვერაფერს იტყვი! დასანანიერთია მხოლოდ: ვფიქრობ, არ იყო ლამაზი ასეთი „სელექცია“!

კრიტერიუმებმა გამაკვირვა. მომიტევეთ, მაგრამ იქ იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ ნაწარმოების მესამე მთავარ პერსონაჟსაც ვერ დაგისახელებდნენ, არათუ მის მუსიკალურ მხარეს გაგიშიფრავდნენ… ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიგიჟებთ თავს, რომ იქ სწორედ ის „ელიტა“ იყო, ვინც უნდა ყოფილიყო და ვისაც კარგად ესმის ოპერა!

იმედია გამიგებთ, რატომ დამწყდა გული… აუცილებლად წავალ… ძალიან მიყვარს ეს ოპერა დამით უმეტეს, რომ ძალზე ვგულშემატკივრობ ზოგადად ქართულ ოპერას, თითოეულ ნიჭიერ მომღერალს და ყოველთვის ვიქნები იმ გულშემატკივართა რიგებში, ვინც შეუპოვრად იდგება დაიბრძოლებს ქართული კულტურის, ქართველთა გემოვნების ზრდისა და ზოგადად, ქართველების წარმატებების სადარაჯოზე!

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე