ვინც სიტყვა სადღეგრძელოს უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ - ლადო კახაძე

საქართველო, თბილისი - 14:44 | 11.06.2021
ნანახია: 535

პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო. სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც, ისტორიაც კარგად უნდა იცოდე, ის დარგი უნდა იცოდე, რომელიც აირჩიე, მაგრამ თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

“ბოდიშს ვიხდი, საწყენად არ მიიღოთ, ამას ტელევიზია სხვანაირად გააშუქებს, იტყვის, თამადა გამოვიდა მიკროფონთანო. ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა სადღეგრძელოს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად, ამ სიხარულის გასანაწილებლად. ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით. პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო. სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც, ისტორიაც კარგად უნდა იცოდე, ის დარგი უნდა იცოდე, რომელიც აირჩიე, მაგრამ თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი”, - თქვა ლადო კახაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე