გიორგი კვირიკაშვილი „ლაქტალისის“და „სანტეს“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 15:34 | 02.02.2016 ნანახია: 1363საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“და ქართული კომპანია „სანტეს“ წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლაქტალისი“ ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას წარმოაჩინოს ქართული პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. ხაზი გაესვა, რომ ფრანგული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციაში და ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას.
„ლაქტალის ჯგუფის“ ვიცე–პრეზიდენტმა მიშელ ნალემ პრემიერ–მინისტრს კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ყველი შეიძენს საერთაშორისო სტანდარტებს და პროდუქცია ქართული სავაჭრო ნიშნით გავა ექსპორტზე.
„საქართველოში, კომპანია „სანტეში“ შემოდის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ლაქტალისი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის. „ლაქტალისი“ უმსხვილესი კომპანიაა, სადაც 75,000 ადამიანი მუშაობს. კომპანია ქართულ პროდუქტს გაიტანს ევროპულ ბაზარზე და ქართული ბრენდით, ქართული სავაჭრო ნიშნით ცნობილი პროდუქტი გავა ბაზარზე. ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს იმიჯის განმტკიცების კუთხითაც, ვინაიდან „ლაქტალისი“ საქართველოში შემოდის რეგიონში სამუშაოდ და მან აირჩია საქართველო, რათა სხვა რეგიონულ ქვეყნებთან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით მის შემოსვლას საქართველოში,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლაქტალისი“ 1933 წელს ანდრე ბენიეს მიერ დაარსდა. დღეს, ოჯახის საკუთრებაში მყოფი „ლაქტალის ჯგუფი“ მრავალი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია, როგორიცაა: „პრეზიდენტი“, „პარმალატი“, „გალბანი“. „ლაქტალის ჯგუფში“ ამჟამად დასაქმებულია 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჯი–ემ–თი ჯგუფის“ პრეზიდენტი, „სანტეს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავაძე და „სანტეს“ გენერალური დირექტორი ერეკლე გამყრელიძე დაესწრნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა