ჯანმო ევროპაში ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას პროგნოზირებს

საქართველო, თბილისი - 19:19 | 10.06.2021
ნანახია: 487

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას პროგნოზირებს. ამის შესახებ ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლიუგე საუბრობს.

მისი თქმით, SARS-CoV-2-ის სწორედ ეს ვარიანტი იწვევს შეშფოთებას. ის უფრო მეტად გადამდებია და შეუძლია ისიც დააზიანოს, ვისაც იმუნიტეტი აქვს. ამასთან, კლიუგე ევროპელებს ურჩევს არ უგულებელყონ სიფრთხილის ზომები და გამოთქვა იმედი, რომ კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება იმ შედომებს აღარ დაუშვებს, რასაც პანდემიის დასაწყისში ჰქონდა ადგილი.

შტამი B.1.617, ცნობილი, როგორც ორმაგი მუტაციის შტამი, პირველად ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში გამოვლინდა. სპეციალისტების აზრით, სავარაუდოდ, ის გახდა ინდოეთში პანდემიის მეორე ტალღის მიზეზი. ბოლო პერიოდში ვირუსის ეს ვარიანტი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა, მათ შორის საქართველოშიც. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ხუთი შემთხვევაა დადასტურებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე