გვართმევენ 20 000 ლარს თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:09 | 10.06.2021
ნანახია: 636

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა იმ კანონპროექტზეც, რომელიც ლეიბორისტული პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

"სასჯელმაც არ დააყოვნა ამ წუთში პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა ივანიშვილმა, მილიარდელმა 20 000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის, აი ის თანხა, ამასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტული პარტია დაასრულებს, მე კი მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას". - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, გამოაცხადოს ბოიკოტი და დატოვოს პარლამენტი. ასევე მოწოდებით მიმართავს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონპროექტს.

"იმავდროულად, მე მოვუწოდებ პარლამენტში მყოფ ოპოზიციას, რადგან მან დაიწყო, ოლიგარქმა, რეპრესიების ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი. მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც გარანტორს ამ ხელშეკრულებისა, დაადე ვეტო აღნიშნულ კანონპროექტს. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელში, ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას". - ამბობს შალვა ნათელაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე