UEFA-მ უკრაინის ფეხბურთის ნაკრებს ფორმიდან სლოგანის „დიდება გმირებს!“ მოშორება მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 16:54 | 10.06.2021
ნანახია: 790

UEFA-მ  უკრაინის სფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის  ფორმიდან სლოგანის „დიდება გმირებს!“ მოშორება მოსთხოვა. ფორმაზე, რომლითაც უკრაინის ნაკრები ევრო-2020-ზე გამოვა, დატანილია ქვეყნის რუკა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტოლირებადი რეგიონები - დონეცკი და ლუგანსკი და პატრიოტული სლოგანები "დიდება უკრაინას" და „დიდება გმირებს“. აღსანიშნავია, რომ ლოზუნგი „დიდება გმირებს“ მაისურს შიგნითა მხარეს აწერია.

UEFA-მ მხოლოდ ერთი ფრაზა "დიდება გმირებს" მიიჩნია პოლიტიკურად და ნაკრებს მისი მოშორება მოსთხოვა. ხოლო რუკა და მეორე ლოზუნგი ფორმაზე დარჩება.

მანამდე, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა UEFA -ს მიმართა წერილით, სადაც აღნიშნავდა, რომ სპორტულ ეკიპირებას უკრაინა პოლიტიკური მოტივისთვის იყენებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკრიტიკა უკრაინის საფეხბურთო ნაკრები და განაცხადა, რომ "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის კუთვნილი ყირიმის მიმაგრება შეუძლებლის ილუზიას ქმნის".

2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე