თამარ კორძაიამ სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებული სარჩელი უკან გაიტანა

საქართველო, თბილისი - 16:30 | 10.06.2021
ნანახია: 435

დეპუტატმა თამარ კორძაიამ სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიტანა.

„სარჩელის შეტანას აქვს თავისი ვადები, ამ ვადების გაშვება არ შეიძლებოდა, ამიტომ 16 თებერვალს მე შევიტანე სარჩელი უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დადგენილებას ვასაჩივრებდი, მაგრამ 16 თებერვლის შემდეგ პოლიტიკური პროცესები აბსოლუტურად სხვანაირად განვითარდა. 22 თებერვალს დაიჭირეს ნიკა მელია, შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტიები ჩაერთნენ ამ პროცესში, მთელმა დასავლეთმა გაიგო, რა ტიპის კრიზისი იყო ქვეყანაში, დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით შედგა შეთანხმება შარ მიშელის დოკუმენტის სახელწოდებით. 31 მაისს მე მოვაწერე ხელი და ამით განვაცხადე თანხმობა პარლამენტში საქმიანობაზე. აქედან გამომდინარე, ავიღე პასუხისმგელობა პარლამენტში საქმიანობაზე. მიმაჩნია, რომ არსით სარჩელი საფუძვლიანი და დასაბუთებელი იყო, მაგრამ თანამშრომლობის წესები მოითხოვდა, ხელი მომეწერა და შემოვსულიყავი პარლამენტში, ამიტომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ის აზრს კარგავდა, არ იყო გონივრული ამ დავის გაგრძელება, შესაბამისად, გამოვიტანე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე