სენატორი პორტმანი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას

საქართველო, თბილისი - 13:18 | 10.06.2021
ნანახია: 653

ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, გამოცემა Wall Street Journal-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ამ ორი ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭებისთვის ქმედით ნაბიჯები გადადგას.

სენატორის წერილში სახელწოდებით "როგორ შეუძლია ბაიდენს, წინ აღუდგენს პუტინს ჟენევაში", აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას.

სენატორი პორტმანის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოუწოდოს ნატოს მოკავშირეებს საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ, რათა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დანაპირები.

"გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიეტუვისა და საქართველოს ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათი მოქალაქეები ესწრაფვიან დემოკრატიულ მომავალს მეტი თავისუფლებით და კეთილდღეობით. მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რაც ამ მოგზაურობაში ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა, იყო რუსეთის განახლებული მცდელობა ამ ახალგაზრდა დემოკრატიის დესტაბილიზაციის მიმართულებით. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშეა, მათ შორის სამხედრო საფრთხეები საზღვრებზე, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას", - წერს რობ პორტმანი.

გარდა ამისა, სენატორმა რობ პორტმანმა ამერიკის ეროვნულ საზოგადოებივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუშიც გააკეთა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები.

პორტმანის განცხადებით, პუტინთან შეხვედრისას, ბაიდენმა მკაცრად უნდა დასვას საქართველოს, უკრაინისა და ბელაურის საკითხი, რადგან რუსეთი სხვადასხვა გზებით, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ამ ქვეყნებზე.

რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი დემოკრატ სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე