ბაიდენი გეგმავს, პუტინს პირდაპირ და მკაფიოდ ელაპარაკოს - სალივანი

საქართველო, თბილისი - 00:17 | 10.06.2021
ნანახია: 648

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი გეგმავს, თავის რუს კოლეგას პირდაპირ და მკაფიოდ ელაპარაკოს. ამის შესახებ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პრეზიდენტ ბაიდენს მიაჩნია, რომ პუტინთან შეხვედრისას საუბარი ყველა ასპექტში უნდა იყოს მკაფიო და პირდაპირი", - განუცხადა სალივანმა რეპორტიორებს.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა ევროპაში 8-დღიანი ტურნე დაიწყო. ევროპული ტურნეს ფარგლებში, ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდება.

პუტინთან ჯო ბაიდენი შეიარაღების კონტროლზე, უკრაინის კონფლიქტზე, რუსეთის კიბერთავდასხმებზე, კლიმატურ ცვლილებებსა და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პატიმრობაზე ისაუბრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე