გაეროს უშიშროების საბჭომ ანტონიო გუტერეშის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 21:24 | 09.06.2021
ნანახია: 467

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ანტონიო გუტერეშის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა.

უშიშროების საბჭოს დასკვნა უკვე გადაეგზავნა გაეროს გენერალურ ასამბლეას, სადაც აღნიშნულია, რომ საბჭო რეკომენდაციას უწევს გუტერეშს, რათა მისი 5-წლიანი მანდატი განახლდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.

ანტიონიო გუტერეში გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მიესალმება ნდობის გამოცხადებას.

გაეროს გენერალურ მდივანს ირჩევს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს წარდგინებით. გენერალურ მდივანს 5 წლის ვადით ირჩევენ. გენერალური მდივანი შესაძლოა არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

კანდიდატი გენერალური მდივნის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან უმრავლესობამ - 9 წევრმა უნდა მოიწონოს, ამასთან მის წინააღმდეგ ხმა არ უნდა მისცეს ვეტოს უფლების მქონე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების ხუთეულიდან არც ერთმა.

ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგა. მისი თანამდებობაზე მუშაობის ხუთწლიანი ვადა 2021 წელს იწურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე