პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ოცნების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველო, თბილისი - 21:17 | 09.06.2021
ნანახია: 497

77 მომხრე, 23 - წინააღმდეგი - პარლამენტმა ამნისტიის კანონის ქართული ოცნების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე