სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 37 წლის ქალმა ათი ტყუპისცალი გააჩინა

საქართველო, თბილისი - 20:01 | 09.06.2021
ნანახია: 1017

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 37 წლის ქალმა თამარა სითჰოლემ ათი ტყუპისცალი გააჩინა. იუწყება BBC-ი.

ქალს საკეისრო კვეთა პრეტორიის კლინიკაში ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ ულტრაბგერითი კვლევისას, ექიმებმა მოლოდ რვა ემბრიონი დაინახეს.

თამარამ ბავშვები ორსულობის 29-ე კვირაში გააჩინა. „შვიდი ბიჭი და სამი გოგო. ის ორსულობის მეშვიდე კვირაში იყო. ბედნიერი ვარ. სავსე ვარ ემოციებით“, - უთხრა გამოეცმა Pretoria News-ს თამარას ქმარმა. ქალს, რომელიც სავაჭრო ქსელში მენეჯერად მუშაობს, უკვე ჰყავს ექვსი წლის ტყუპები.

პროფესორი დინი მაველა ამბობს, რომ სითჰოლეს შემთხვევა, იშვიათია.

„ეს უნიკალური სიტუაციაა. არ ვიცი, რამდენად ხშირად ხდება ასეთი რამ. ეს ძალიან რთული სიტუაციაა მაღალი რისკით. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ საშვილოსნოში ბავშვებისთვის საკმარისი ადგილი არ არის და ისინი ძალიან პატარები არიან. მშობიარობა ვადაზე ადრე იწყება, რადგან თუ ბავშვები საშვილოსნოში დარჩებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. შედეგად ჩვილები დღენაკლულები იბადებიან. დაბალია გადარჩენის შანსებიც. მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს ატარებდა მათ დედა“, - ამბობს პროფესორი.

მისი თქმით, ახალშობილები მომდევნო თვეებს ინკუბატორში გაატარებენ.

სითჰოლე ამბობს, რომ ჩასახვა ბუნებრივი გზით მოხდა და ის უშვილობაზე არ მკურნალობდა. თამარამ მალელ ჰასიმა სისეს რეკორდი მოხსნა, რომელმაც მაისში ცხრა ტყუპისცალი გააჩინა.

მანამდე, რეკორდი ამერიკელ ნადია სულემანს ეკუთვნოდა, რომელმაც 2009 წელს რვა ტყუპისცალი გააჩინა. მისი შვილები ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად ჩაისახნენ.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე