ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

საქართველო, თბილისი - 19:31 | 09.06.2021
ნანახია: 556

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხსნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

"შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის, ის დანაშაულები, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენდით.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხსნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი.

ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიული სისტემაში არ არის და ვერ იქნება. საზოგადოება ყველაფერს გასცემს სათანადო პასუხს.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველეს ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ". - თქვა კობახიძემ.

ასევე, მან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ როგორც სხვა სიტყვები წაიღეს უკან, ისე მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის კანონის მიღება.

პარლამენტი დღეს, 9 ივნისს, ამნისტიის კანონის ქართული ოცნების ვარიანტს მეორე მოსმენით განიხილავს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე