მამაკაცი, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა, ამბობს, რომ ეს დაუგეგმავად მოხდა

საქართველო, თბილისი - 19:12 | 09.06.2021
ნანახია: 650

მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, ამბობს, რომ ეს დაუგეგმავად მოხდა.

ამის შესახებ მან დაკითხვის დროს სამართალდამცველებს განუცხადა. ამასთან, კვლავ პატიმრობაში რჩება ინციდენტთან დაკავშირებული კიდევ ერთი დაკავებული.

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალაქ დრომში შეკრებილ მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც მას ერთ-ერთმა მოქალაქემ სილა გააწნა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ორი მოქალაქე დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე