როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, ზუსტად ისე უხუთავს სულს საზოგადოებას ეს პარლამენტი - მელია

საქართველო, თბილისი - 18:27 | 09.06.2021
ნანახია: 728

როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელია მე-10 მოწვევის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით პირველი გამოსვლისას.

"პირველ ნოემბერს მოვიხსენი ის სამაჯური, როგორც ძალადობისა და უსამართლობის სიმბოლო. ვაცნობიერებდი, რომ შეიძლებოდა მე თავისუფლება შემზღუდვოდა. მაგრამ ვარჩიე, ეს ნაბიჯი გადამედგა, ვარჩიე, უსამართლოს სიმბოლო, სამაჯურის სახით, დამეკარგა, ვიდრე ღირსება დამეკარგა“, – თქვა მელიამ.

„გინდოდათ, რომ თავი დამეხარა უსამართლობისთვის, მეღიარებინა თქვენი უსამართლო ოლიგარქიული რეჟიმი... მაგრამ ვერ ეღირსეთ და ვერ მოესწრებით ამას, იმიტომ, რომ პირველივე დღიდანვე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა ბრძოლაში შემოვედი“, - ურთხრა მელიამ "ოცნების" დეპუტატებს.

მისი თქმით, პარლამენტის ხალხის სულისშემხუთველია. ამასთან, ოპონენტებს მიმართავს, და პირდება, რომ მათ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ.

„როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, საზოგადოების დიდ ნაწილს, ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს...სანამ სულში პირი გვიდგას, მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გექნებათ… ცუდად გამოიყურებით, როდესაც გუშინდელ მეგობრებს ლანძღავთ, თათხავთ“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე