დღეს როგორც არის შეკრული "ქართული ოცნების" გუნდი, ასეთი არ ყოფილა ალბათ, 2012-2013 წლის შემდეგ - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:29 | 09.06.2021
ნანახია: 381

დღეს როგორც არის შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, ასეთი არ ყოფილა ალბათ, 2012-2013 წლის შემდეგ, - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი რარობაშვილი ჩაანაცვლებს.

პრემიერმა თქვა, რომ ქართულ ოცნებაში არავითარი ცვლილება არ იგეგმება.

„ეს არის ტყუილი, არავითარი ცვლილება არ იგეგმება. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, ჩვენ ვმეგობრობთ, დღეს როგორც არის შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, ასეთი არ ყოფილა ალბათ, 2012-2013 წლის შემდეგ. შესაბამისად, ყველა სპეკულაცია მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან. ვურჩევდი ყველა ახალბედა პოლიტიკოსს, ვისაც რაღაცის შემოთავაზება შეუძლია მოსახლეობისთვის, რომ ნუ აყვებიან ამ იაფფასიან სპეკულაციას, რომელიც მომდინარეობს დაშლილი „ნაცმოძრაობისგან“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე