გახარიას ჩათვლით „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის მთავარი ამოცანაა, ვინ იქნება პირველი ვეზირი სამეფო კარზე - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:22 | 09.06.2021
ნანახია: 624

„სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ გუშინდელი საუბარი იყო კვლავ ბიძინა ივანიშვილის ვეზირის ბრძოლა, რომ სწორედ ის გახდეს პირველი", - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას ინტერვიუს.

"გახარიას ჩათვლით „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის მთავარი ამოცანაა, ვინ იქნება პირველი ვეზირი სამეფო კარზე. ეს იყო ის, რაც გუშინ მოვისმინეთ. გუშინ, ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ინტერვიუ მოვისმინეთ, რომელიც პირველი ვეზირობისთვის ებრძვის მეორე პირველ ვეზირს, რომელიც არის დღეის მდგომარეობით ირაკლი კობახიძე,“ - განაცხადა ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე