20 ივნისს ზოგი ვაჟბატონი ვერ ვიპოვეთ პარლამენტში - გახარია "ოცნების" დეპუტატებზე

საქართველო, თბილისი - 23:12 | 08.06.2021
ნანახია: 405

ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია "რეაქციაში" 20 ივნისის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ "ოცნების" გუნდიდან "ზოგი ვაჟბატონი იმალებოდა".

“მე არაფერს გავაკეთებდი ისეთს, რომ პარტია, რომელსაც ვემსახურებოდი ბოლო 7 წლის განმავლობაში, დამეზიანებინა. ახლა ვიღაცა გამოვა და დამდებს ბრალს იმაში, რომ თურმე ნაციონალებთან რაღაცა კავშირი მაქვს მე, ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და არცერთი ეს ვაჟბატონი ვერ ვიპოვეთ იქ პარლამენტში. სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცის.

ცარიელი იყო საერთოდ პარლამენტი და ვეძებდით, სად გვეპოვა ვიღაცები, რომ პარლამენტში შევსულიყავით”,- თქვა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე