20 ივნისი ჩემი ტვირთია, ამ ტვირთს ვატარებ - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 22:01 | 08.06.2021
ნანახია: 427

გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის მოვლენების დროს დარბევის გადაწყვეტილებაში ივანიშვილი არ ჩარეულა. გახარიამ ამის შესახებ გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

"20 ივნისი ჩემი ტვირთია და ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შს მინისტრი, მაშინ ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე, არცერთ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ მქონია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ივანიშვილი ჩემს მოვალეობაში ჩარეულიყო.

დაიწყონ გამოძიება, შექმნან პარლამენტში კომისია, არ არის პრობლემა. მე არ მაქვს ამის შიში, მე როდესაც რამეს ვაკეთებ, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ", - ამბობს გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე