ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა - გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე"

საქართველო, თბილისი - 21:41 | 08.06.2021
ნანახია: 412

დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. მან ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი".
დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა, მე არ ვსაუბრობ ყველაზე.

ამ განცხადებაში არის 2 საკითხი:გახარია ჩემი პროექტი არ არის და გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს რომ ჩვენ ვართ "ოცნება 2" ჩვეულებრივი ტყუილია და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდპაირი ზეგავლენა, მაგრამ სიმართლის ნაწილში ვადასტურებ რომ არ ვართ "ოცნება 2". პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო "გაპრავებულად" დაერქვა ღალატი, რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე, თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ, ეს ჩემი ტვირთია", - თქვა გიორგი გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილმა გახარიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა და ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. ივანიშვილის თქმით, გახარია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე