ახალი შტამების გავრცელებას კატასტროფული შედეგები მოყვება არავაქცინირებულებისთვის - ჯანმო-ს დირექტორი

საქართველო, თბილისი - 22:17 | 07.06.2021
ნანახია: 557

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ ახალი შტამების გავრცელებას კატასტროფული შედეგები მოყვება არავაქცინირებული პირებისათვის. მისივე თქმით, შეზღუდვების დაჩქარებულმა მოხსნამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს მათთვის, ვინც ჯერ ვაქცინირებული არ არის COVID-19-ის ახალი შტამების გავრცელების გამო.  

„კორონავირუსის ვარიანტების მზარდი გლობალური გადამდებობის პირობებში, შეზღუდვების ზედმეტად სწრაფ მოხსნას, სავარაუდოდ, კატასტროფული შედეგები მოყვება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვაქცინირებული არ არის“, - განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა ბრიფინგზე.  

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინების არათანაბარი განაწილება ვირუსს გავრცელების შესაძლებლობას აძლევს. მისივე თქმით, იზრდება ვარაუდი, რომ გაჩნდება კორონავირუსის ისეთი ვარიანტი, რომლის მიმართ ვაქცინებს დაბალი ეფექტიანობა ექნებათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე