საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი - ფილიპ რიკერი

საქართველო, თბილისი - 20:13 | 07.06.2021
ნანახია: 503

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელის, ფილიპ რიკერის გაცხადებით, საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა რიკერმა ეროვნულ სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფილიპ რიკერის განცხადებით, მხარდაჭერა მერიკის მხრიდან გულისხმობს დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვასა და მხარდაჭერას.

"მოგეხსენებათ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველად განახორციელებს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ს გარეთ. იგეგმება შეხვედრა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან. მისი პირველი გაჩერება იქნება გაერთიანებულ სამეფოში. შემდგომ უკვე ნატო-ს სამიტი ბრიუსელში, ხოლო ამის შემდგომ უკვე იგი გაემგზავრება ჟენევაში, სადაც გაიმართება შეხვედრები. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან ვეძიებით უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით, ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე. მათ შორის რა თქმა უნდა, ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მე როგორც უკვე აღვნიშნე, თეთრი სახლის გზავნილია – ჩვენ ვრჩებით საქართველოს ძალიან მტკიცე პარტნიორად საქართველოს გზაზე და ტრაექტორიაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. საქართველოს არ ჰყავს აშშ-ზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას და მხარდაჭერას ამ საქმეში“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე