ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ სერვისებს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 02.02.2016
ნანახია: 1865

პირველად საქართველოში, ჯიპიაი ჰოლდინგი საკუთარ მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ პორტალს სთავაზობს. დღეიდან, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ახალ ვებ გვერდზე და ისარგებლოს გამარტივებული მომსახურებით. www.mygpi.ge -ზე შესაძლებელია ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის შეძენა და სტიქიისგან დაზღვევის პოლისის საჩუქრად მიღება. ასევე, მოქმედი პოლისების შესახებ სრული ინფორმაციის გადამოწმება, დაზღვევის ღირებულების გამოთვლა და ავტომატური გადახდის სერვისით სარგებლობა.

ონლაინ ოფისი ერთი თვის განმავლობაში გრანდიოზულ აქციას სთავაზობს მომხმარებელს. 29 თებერვლამდე ვებ გვერდზე არსებული ყველა პოლისი 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

„ჩვენ როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ჩვენი მომხმარებლის კომფორტზე და ყოველთვის ვზრუნავთ, რომ სადაზღვევო მომსახურება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ონლაინ ოფისი საქმიანი, პროგრესული ადამიანებისთვის შევქმენით, დღეიდან, დაზღვევის სხვადასხვა პაკეტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. გვიხარია, რომ www.mygpi.ge არის დაზღვევის პირველი ონლაინ მისამართი საქართველოში“, აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.

ონლაინ მომსახურება სრულიად უფასოა. www.mygpi.ge -ის ონლაინ სერვისებს უახლოეს მომავალში ახალი ფუნქციები და სერვისები დაემატება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე