ივანიშვილის განცხადებაში უსაფუძვლო პილიტიკური შეფასებები იყო თითქოს ღალატთან დაკავშირებით - ბექა ლილუაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:02 | 07.06.2021
ნანახია: 816

ჩვენთვის თავის დროზეც სასაცილო ბრალდება იყო და ახლაც გაუგონარი ამბავია - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის პროექტობასთან დაკავშირებით.

ლილუაშვილის შეფასებით, ივანიშვილის განცხადება მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მიუთითებს.

„ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ წავიდა პილიტიკიდან და ამავდროულად ასეთი შეფასებებით აკეთებს განცხადებებს, ეს ამას მიუთითებს. ჩვენთვის თავის დროზეც სასაცილო ბრალდება იყო და ახლაც გაუგონარი ამბავია, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მიმართ გაჟღერდა მაგავსი განცხადებები პროექტობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიოდ გავაკეთეთ განმარტება, რომ არავითარი ბიძინას პროექტი და არავითარი „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება არაფერ შუაში არ არის.

ჩვენ ვართ ჩვენი საზოგადოების გვერდით, ადამიანების დღის წესრიგზე ორიენტირებული, ახლაც რომ ვდგავარ და განმარტებებს ვიძლევი, აბსოლუტურად შინაარსს მოკლებულია, არ აინტერესებთ ეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის დროის კარგვა და ამ დროის კრგვაში მათ ჩათრევის საშუალებას არ მივცემთ.

ჭორაობაა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სისულელის და უსაფუძვლო განცხადებების საფუძველზე კეთდება, მათ შორის პილიტიკური განცხადებები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში უსაფუძვლო პილიტიკური შეფასებები იყო თითქოს ღალატთან დაკავშირებით და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მოვისმინეთ წერილის შინაარსი. დანარჩენთან დკავშირებით მათ შორის გიორგი გახარიასაც ექნება თავისი პიზიცია უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე