"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 07.06.2021
ნანახია: 499

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" შექმნას მხარი დაუჭირა.

ფრაქციის 32 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ნატო ჩხეიძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი დაიკავებენ.

კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქციის "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" რეგისტრაციის საკითხს, რომლის თავმჯდომარეც ხათუნა სამნიძე იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე