გახარიას პარტიამ კობახიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყებისთვის პროკურატურას მიმართა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 07.06.2021
ნანახია: 458

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. პარტიის პოლიტსაბჭის წევრი ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ეს არი უმძიმესი ბრალდებები, რასაც სამართლებრივი პასუხები სჭირდება.

"მე ვფიქრობ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სჭირდება სამართლებრივი პასუხები, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება ჩვენს გმირ პოლიციელებს და ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამისთვის არ აგოს პასუხი".- ამბობს გახარიას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალებაში ენმ-სთან თანამონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. მან ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე