რუსეთმა ოფიციალურად დატოვა "ღია ცის შეთანხმება"

საქართველო, თბილისი - 14:49 | 07.06.2021
ნანახია: 542

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლითაც რუსეთმა ოფიციალურად დატოვა "ღია ცის შეთანხმება".

გასული კვირას, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლას. 19 მაისს ამ ინიციატივას მიემხრო ქვედა პალატა.

გასული თვის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები "ღია ცის შეთანხებას" აღარ დაუბრუნდებოდა.

შეერთებულმა შტატებმა "ღია ცის შეთანხმება გასული წლის 22 ნოემბერს დატოვა. ვაშინგტონის პასუხად, 2021 წლის 15 იანვარს რუსეთმა დაიწყო შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები.

ღია ცის შეთანხმება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ლეგალურად ახორციელებენ, ეგრეთ წოდებულ, საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მოტივით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე