არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 14:35 | 07.06.2021
ნანახია: 479

არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა მოვემზადოთ ვადამდელი და თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, ორი რამ დადასტურდა, ერთი, ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა და მეორე, გიორგი გახარიას გამოყენებით ის საპროტესტო ელექტორატის ხმების წაღებას ცდილობს.

"ივანიშვილმა დაადასტურა ის, რომ მას სურს, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, იმიტომ, რომ პოტენციურად, მომავალში ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს ქართული ოცნების პოლიტიკურ შანსებს. ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით და უბრალოდ დაგვიდასტურდა დღეს.

ჩემი აზრით, საზოგადოებისა და საპროტესტო ამომრჩევლის დასკვნა უნდა იყოს იგივე, რომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები, უნდა მოვემზადოთ ვადამდელი და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთთან კონსოლიდაციით, ტაქტიკასა და სტრატეგიაზე შეთანხმებითა და ამომრჩეველთან ჩვენი გზავნილის მიტანით. ევროპული საქართველო სწორედ ამას ვაკეთებთ.

ბიძინა ივანიშვილს ამოცანა აქვს, რომ ამ თამაშით ხმები წაართვას საპროტესტო ელექტორატს და გაყოს ის. მე იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანას ვერ მიაღწევს". – თქვა გიგა ბოკერიამ.

ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში გახარიას მიერ ქართული ოცნების დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე