სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს - გახარია ივანიშვილის განცხადებას პასუხობს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 07.06.2021
ნანახია: 427

მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!", - აცხადებს გიორგი გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე