მინდა, რომ „ნაციონალები“ მალე შემოვიდნენ და პარლამენტში სიმშვიდე დასადგურდეს - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 12:33 | 07.06.2021
ნანახია: 376

„როგორ წარიმართება პროცესები პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” შემოსვლის შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება, როგორ ხასიათზე შემოდის „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, სურთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში კარგ ხასიათზე იხილონ.

"გვსურს, რომ ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ, რაღაცნაირად შევძლოთ დავიდარაბიდან და ჩხუბიდან გადასვლა იმ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს. პოლიტიკური სპექტრის დამსახურებით ადამიანებს რამდენიმე თვეა, ესმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და ნაკლები მსჯელობაა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია. მინდა, რომ „ნაციონალები“ მალე შემოვიდნენ და პარლამენტში სიმშვიდე დასადგურდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე