გახარიას მიზანი იყო, ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა - სოზარ სუბარი

საქართველო, თბილისი - 11:58 | 07.06.2021
ნანახია: 552

„ეს არ იყო მხოლოდ გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი, სამართლისა და კანონის უზენაესობის ღალატი, ზურგში დანის ჩარტყმა, რადგან როცა კანონი უნდა აღსრულდეს, ხოლო პრემიერი ამბობს, რომ წინააღმდეგია კანონის აღსრულების და თანამდებობიდან მიდის, შეიძლება, ამას ჰქონდეს მიზანი, რომ ამ კაცის მიზანი იყო, ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა", აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.

მისი განმარტებით, რეგიონებში გახარია და მისი გუნდი დადიოდნენ და ჭორებს ავრცელებდნენ, თითქოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა, რაც იყო ტყუილი.

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, პასუხი გაეცა ამ სიცრუისთვის და იმ ღალატისთვის, რაც ჩაიდინეს გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ამ ფონზე როცა ვიღაც ცდილობს, მისი სახელი გამოიყენოს, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს ნათელი მოჰფინოს და თავისი პიზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. მგონი, კითხვები აღარავის აღარ დარჩა. პოლიტიკური გზა გახარიასთვის ხსნილია, ვნახოთ, რა პროცენტს აიღებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე