თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი - ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:56 | 07.06.2021
ნანახია: 511

თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი, - ამის შესახებ წერია პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გახარია გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა,

„სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია“,- წერია განცხაებაში და აღნიშნულია, რომ გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე