საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციაზე რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით? - ქემოკლიძე 20 ივნისზე

საქართველო, თბილისი - 21:03 | 05.06.2021
ნანახია: 587

საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციის შესახებ გსმენიათ? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით? - ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, კახა ქემოკლიძემ ისაუბრა "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები".

კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ დამიზნებით ტყვიის სროლა, მხოლოდ "პოლიციელების ინდივიდუალური გადაცდომაა":

"საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციის შესახებ გსმენიათ? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით? საფრანგეთში, ყვითელჟილეტებიანების აქციის დროს, სამწუხაროდ 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი. მაშინ, როდესაც ფრანგული პოლიცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ძლიერ ინსტიტუციად. მათ შორის დაზიანდა ასეულობით ადამიანი და 100-ზე მეტი ჟურნალისტი. რაც შეეხება ამ მონაცემებს, თქვენ რა გგონიათ, ამ კადრების შემდეგ დავიწყებ გამართლებას პოლიციელების ინდივიდუალური გადაცდომების, მართლაც ზოგჯერ არასწორი მიმართულებით, ინდივიდუალურად არასწორად იქცეოდნენ რეზინის ტყვიების გამოყენების თვალსაზრისით, ამას დავუწყებთ გამართლებას?", - ამბობს კახა ქემოკლიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე