გიორგი კვირიკაშვილმა ADB-თან კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპეტივები განიხილა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 02.02.2016
ნანახია: 1372

ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპეტივებს და ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის გზებს.  იეშიმ ელჰან-კაიალარის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი გააძლიერებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე