აზერბაიჯანული მედიის 2 თანამშრომელი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:04 | 04.06.2021
ნანახია: 441

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც ფილმებს იღებდნენ, ნაღმზე აფეთქდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტრაგიკული შემთხვევა ქელბაჯარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ნაღმს AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ემსხვერპლნენ.

ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მძღოლმა ემინ მამედოვმა და კიდევ ერთმა ადგილობრივმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე