თურქეთში 1300-ზე მეტი სასტუმრო იყიდება

საქართველო, თბილისი - 13:02 | 02.02.2016
ნანახია: 1429

თურქეთში ტურისტულ ბიზნესში წარმოქმნილი პრობლემების გამო 1300-ზე მეტი სასტუმრო იყიდება.

როგორც გაზეთი Zaman-ი წერს, ტურისტულ ბიზნესში კრიზისი ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია, რომელიც ამ დეროისათვის რეგიონშია.

გაზეთის ინფორმაციითვე, თურქეთის ტურისტული ბიზნესი ყველაზე რთულ ვითარებაშია. კრიზისი კი თავის მხრივ რუსეთ-თურქეთს შორის გართულებულმა ვითარებამაც გააღრმავა.

ყველაფრის შედეგად კი თურქეთში გასაყიდად 1300-ზე მეტი სასტუმროა გამოტანილი. გასაყიდად გამოტანილი სასტუმროების უმეტესობა ანტალიაშია, რომლებიც ძირითადად რუს ტურისტებზე იყო ორიენტირებული. ისინი ამ დროისათვის ბანკროტის ზღვარზე არიან.

თურქეთში გასაყიდად გამოტანილი სასტუმროების საერთო ღირებულება 30 მლრდ ლირა, ანუ 10 მლრდ დოლარია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე