აშშ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს

საქართველო, თბილისი - 20:01 | 03.06.2021
ნანახია: 475

შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სენატორმა, ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სენატორის თქმით, თეთრმა სახლმა უკვე დაადასტურა, რომ საქართველოს ვაქცინას გაუზიარებს.

"გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინები", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

შეგახსენებთ, 17 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაქცინის 80 მილიონ დოზას გლობალური მასშტაბით გაანაწილებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზიდან 20 მილიონი დოზა იქნება "მოდერნას", "ფაიზერისა" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინები, ხოლო 60 მილიონი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინისა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე