ირანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 03.06.2021
ნანახია: 885

ირანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოთხი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, შვიდს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

თეირანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ავარიულ ხაზზე ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე