გრიგოლ ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ფრაქციაში ერთიანდება

საქართველო, თბილისი - 15:33 | 03.06.2021
ნანახია: 669

"სტრატეგია აღმაშენებელი" ფრაქციას ქმნის, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე უერთდება.

ამავე ფრაქციის წევრები იქნებიან - ხათუნა სამნიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციის სრულ წევრებს გიორგი ვაშაძე საზოგადოებას, დღეს 3 საათზე ბრიფინგზე გააცნობს.

გრიგოლ ვაშაძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიასა და საზოგადოებას „ფეისბუქზე“ გაკეთებული განცხადებით გააცნო.

„არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, - წერდა ვაშაძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე