ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 11:28 | 03.06.2021
ნანახია: 748

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ.

ადგილზე ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამრეკ შჩიგელი შეხვდა.

სენატორებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობა სოფელ ზემო ნიქოზიდან დაიწყეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სენატორებს აცნობენ ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ინფორმაციას აწვდიან ე.წ. ბორდერიზაციაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე