"ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა მიუღებელია" - ანი მიროტაძემ "ლელო" დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 02.06.2021
ნანახია: 411

ანი მიროტაძემ პარტია "ლელო საქართველოსთვის" დატოვა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი 20 ივნისის ამნისტირების საკითხი იყო.

"ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის... მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში, ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია", - თქვა ანი მიროტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე