არც მაქვს ილუზია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 16:28 | 02.06.2021
ნანახია: 408

პოლიტიკური კრიზისი შეთანხმების შემდეგ არ განმუხტულა, უარესი კრიზისია, უმძიმესი მდგომარეობაა, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

"პოლიტიკური კრიზისი შეთანხმების შემდეგ კი არ განმუხტულა, რომ ოდნავ მაინც განმუხტვისკენ წასულიყო, უარესი კრიზისია, უმძიმესი მდგომარეობაა. მაგალითად, ხეობაში არსებული ვითარება, ხელისუფლება არც კი თვლის საჭიროდ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ადამიანებს დაელაპარაკონ. ჭიათურელი ადამიანების პროტესტი, წარმოუდგენელი მდგომარეობაა. ეს უმძიმესი ვითარება - პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეკონომიკური თუ ადამიანების ყოველდღიური ყოფიერება არსად გამქრალა და არ აორთქლებულა, მძიმე ჰაერად გვაწევს თავზე.

არც მაქვს ილუზია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, პირიქით, ჩვენ ყველანაირი ჩვენი მოქმედება უნდა გამოვიყენოთ, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ და ეს ადამიანები ხელისუფლებიდან მშვიდობიანი არჩევნებით ჩამოვაცილოთ", - თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე