ისრაელს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 14:19 | 02.06.2021
ნანახია: 562

ისრაელის მეექვსე პრეზიდენტის შვილი, „ებრაელთა სააგენტოს“ თავმჯდომარე იცჰაკ ჰერცოგი ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად აირჩიეს.

მედიის ცნობით, 120-ადგილიან ქნესეთში,  ჰერცოგს ხმა 87-მა დეპუტატმა მისცა.

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა შვიდ წელს შეადგენს. ისრაელში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტის მოვალეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს, რეალური ძალაუფლება კი პრემიერ მინისტრის ხელშია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე