ჩინეთის ხელისუფლებამ დაქორწინებულ წყვილებს 3 შვილის ყოლის ნება დართო

საქართველო, თბილისი - 15:19 | 31.05.2021
ნანახია: 778

ჩინეთის ხელისუფლებამ დაქორწინებულ შვილებს 3 შვილის ყოლის ნება დართო. გადაწყვეტილება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პოლიტბიუროს მოხსენებაში განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის სწრაფი დაბერების გამო.

1979 წლიდან 2016 წლამდე ჩინეთი ატარებდა დემოგრაფიულ პოლიტიკას - "ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი". ჩინეთის ინფორმაციით, ამ პოლიტიკამ შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება გამოიწვია.

2016 წლიდან დაქორწინებულ წყვილებს მეორე შვილის ყოლის უფლებაც მიეცათ.

ჩინეთი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში 1.398 ადამიანი ცხოვრობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე